ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე – რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას

ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე – რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას
ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ იენს სტოლტენბერგთან.
„გუშინ გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრები ბატონ სტოლტენბერგთან. შემდეგ ვახშმის რეჟიმშიც მეგობრულად გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს პარტნიორობას. ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე.
რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, ვეცდებით, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ ბატონ სტოლტენბერგთან“, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული

ასევე დაგაინტერესებთ

ვერც ერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც ჩვენ-მისი გუნდის თითოეულ წევრს. ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი, ვერ შეგვაცვლევინებენ მშვიდობის პოლიტიკას რითაც იმართება ჩვენი ქვეყანა