სომხური ბანკები რუსული Мир-ის ბარათების მომსახურებას წყვეტენ

2024 წლის 30 მარტიდან სომხეთში რუსული გადახდის სისტემის Мир-ის ბარათები ბანკომატებსა და POS ტერმინალებში მუშაობას შეწყვეტს. ამის შესახებ რუსული მედია VTB Armenia-ს (რუსული VTB შვილობილი კომპანია) წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
„30 მარტიდან მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ უნაღდო ანგარიშსწორებას POS ტერმინალებზე და ნაღდი ფულის გამოტანას რესპუბლიკის სხვა ბანკების ბანკომატებიდან. ეს არ იმოქმედებს VTB Armenia-ს ბარათების მუშაობაზე“, – განაცხადა VTB Armenia-ს წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ბანკი Мир-ის ბარათების მომსახურებას სრული მოცულობით აგრძელებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ „მეგობარ“ ქვეყნებთან მუშაობას, რათა Мир-ის ბარათები მიღებული იყოს მათ ინფრასტრუქტურაში. ამავდროულად, თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, ამ ბარათების მიღებასთან დაკავშირებით “, – თქვა ს ბანკის წარმომადგენელმა.
როგორც The Bell წერს, ეს სერიოზული დარტყმაა სომხეთში გადასახლებული რუსებითვის. სომხეთი იყო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც შესაძლებელი იყო არა მხოლოდ რუსული ბარათით გადახდა, არამედ შიდა პასპორტით შესვლაც.