პაატა მანჯგალაძე – სიმბოლურია არა მე-5 ვეტო, არამედ ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ისაუბრა, რომ რეფორმებია აუცილებელია – ვეტოს დაძლევა ეწინააღმდეგება ამ დემოკრატიულ ცვლილებებს

სიმბოლურია არა 5-იანი, არამედ ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ღიად ისაუბრა, რომ რეფორმები საქართველოში აუცილებელია. ვეტოს დაძლევა ეწინააღმდეგება სწორედ ამ დემოკრატიულ ცვლილებებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგმა მინიშნებები გააკეთა იმ პრობლემებზე რომლის წინაშეც საქართველოა.
“სიმბოლურია არა ის, რომ პრეზიდენტმა მეხუთედ დაადო ვეტო, არამედ სიმბოლურია ის, რომ ეს ხდება
იმ პირობები, როდესაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ღიად განაცხადა საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობის შესახებ, განაცხადა რეფორმების აუცილებლობის შესახებ. თქვენ იცით, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირები, როგორიც არის ნატოს გენერალური მდივანი, არ საუბრობს შემთხვევით. მან ისაუბრა დემოკრატიაზე, მართლმსაჯულებაზე სამართლიანი ს ჩატარებაზე. ეს მინიშნებებია სწორედ იმ ხარვეზებზე და პრობლემებზე, რომელიც დღეს აქვს საქართველოს და მის ხელისუფლებას,” – განაცხადა მანჯგალაძემ.