ჩვენი ქვეყნისთვის მავნებლური იდეა – მიხეილ სარჯველაძე “ლელოს” 9-პუნქტიანი გეგმის შესახებ

“ლელოს” პარლამენტში განსახილველად “საქართველოს დაცვის აქტი”, 9-პუნქტიანი გეგმა შეაქვს, რომელიც საქართველოში რუსების შემოსვლას ზღუდავს და საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.
როგორც “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დროა დასრულდეს ქვეყანაში რუსული ინტერესების გატარება და მოვიდეს ეროვნული ხელისუფლება.
“ლელოს” ინიციატივას შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მსგავსი სახის ინიციატივები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
“გახსოვთ, აჟიოტაჟები სანქციებთან დაკავშირებით, გვამუნათებდნენ ხელისუფლებას, გინდათ თუ არა, რუსეთისთვის უნდა დაწესებულიყო სანქციები. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კარგად ინფორმირებულია, თუ რამხელა პრობლემის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი სანქციების დაწესება. ახლა ცდილობენ, რომ ამას სანქციები არ დაარქვან და მარკეტინგულად ისე შეფუთონ იდეა, ჩვენი ქვეყნისთვის მავნებლური იდეა, რომ რაღაც ფორმით იგივე რეზულტატი დაუდგეს ქვეყანას,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით, შესაბამისად, რადიკალური აქციები დეზინფორმაციას ეფუძნებოდა – მეექვსე დღეა, ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში

ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: დღევანდელ, უმძიმეს მოცემულობამდე, ევროკავშირი წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა, სავსებით შეგნებულად და მიზანმიმართულად. ოლიგარქიულმა ოჯახებმა როგორც ევროკავშირის მმართველობაში, ასევე წამყვანი ქვეყნების მთავრობებში დანიშნული საკუთარი აგენტურის ხელით ევროპა გაკოტრების პირას მიიყვანეს

დღეს ევროკავშირს, ცალკეული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას, ცალკეულ ინსტიტუციებს, მედიას – ყველაფერს, ოლიგარქიული ოჯახები აკონტროლებენ, მათ შორისაა კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-იც, რომელიც პირდაპირ ოჯახების კუთვნილებაში არსებული გიგანტის, Blackrock-ის საკუთრებაა