ირაკლი კობახიძე – ე.წ. ვეტინგის თემა ჩვენთვის დახურულია

ე.წ. ვეტინგის თემა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დახურულია,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს ე.წ. ვეტინგზე საუბრისას განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ვეტინგის სისტემა შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
„ე.წ. ვეტინგის თემა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დახურულია. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არამარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, ზოგადად, კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებთან, სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპთან, სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპთან.
ვენეციის კომისიის მიდგომით თანახმად, ასეთი რამ შესაძლოა განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები. უკრაინის, მოლდოვის საქმე იყო მაგალითად ამის აღიარება, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები, ამას აქვს მყარი საფუძველიც. მართლა ძალიან სუსტია ინსტიტუტები როგორც ში, ისე მოლდოვაში.
საქართველოში, იცით, რომ 2012 წლის შემდგე გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით სასამართლოს მიმართულებით.
თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო ქართულ სასამართლოში 2012 წლამდე, ქართული სასამართლო გამოიყენებოდა როგორც რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ეს ვითარება შეიცვალა. ეს აისახა სასამართლო სტატისტიკაზეც, სხვა ბევრს ფაქტორზეც. აქედან გამომდინარე, ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში არ არის შემდგარი სახელმწიფო ინსტიტუტები. პირიქით, თუ სადმეა ძლიერი ინსტიტუტები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში, ეს არის სწორედ საქართველო, მათ შორის, ეხება ეს საქართველოს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის