„ხალხის ძალამ“ გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით: ომით, „პრაიდის“ ჩატარებით, პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებითა თუ ცალ ფეხზე ასკინკილით
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აღწერს იმ შედეგებს, რომელთაც მოძრაობამ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებამდე სულ რაღაც წელიწადნახევარში მიაღწია: „არის ასეთი გამონათქვამი – უფლის წინაშე საბოლოო შედეგებით რომ განისაზღვრებოდეს ადამიანის გადარჩენის ბედი, ვინღა გადარჩებოდა.
ამიტომ, მთავარი შემფასებელი კრიტერიუმი არის – მცდელობა. მაგრამ თუკი არც გიცდია, მაშინ სადღა მიდიხარ. საზოგადოებრივი მოძრაობიდან პოლიტიკური პარტიის დაფუძნებამდე, დაარსებიდან სულ რაღაც წელიწადნახევარში „ხალხის ძალამ”: გამოაშკარავა „გლობალური ომის პარტიის” არაერთი მცდელობა, ქვეყანა შეეყვანა მისი სახელმწიფოებრიობის გამანადგურებელ ომში, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გზით; ქვეყნის „ნაცმოძრაობის“ განშტოებები და მათი მკვებავი ენჯეო სექტორი, საერთაშორისო აგენტოკრატების კულუარული და არაფორმალური მმართველობის კომფორტული რეჟიმიდან სააშკარაოზე გამოიყვანა; უპასუხოდ არ დატოვა ამ გამოაშკარავებით გაღიზიანებული „გლობალური ომის პარტიის” მესვეურების არცერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გამოხტომა, მათი ავტორების რანგისა თუ რეგალიების მიუხედავად; მათ შორის, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახელისუფლებო პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით, გამოიწვია ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ლუსტრაციის ტალღა, რომელიც შენიღბული და ხელშეუხებელი იყო ათობით წლის განმავლობაში; ხელი შეუწყო ოპოზიციის რადიკალური ფრთის დასუსტებას; დააანონსა 2008 წლის აგვისტოს ომში „ნაცმოძრაობის“ მიმართ ე.წ. „მცირე ნიურნბერგის” მსგავსი პოლიტიკური სასამართლოს ჩატარების აუცილებლობა ახალი მოწვევის პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების გზით; მზადყოფნა გამოთქვა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში აღნიშნული საპარლამენტო-საგამოძიებო პროცესის დაუყოვნებლივ წამოწყების თაობაზე; ხელი შეუწყო ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, „ნაცმოძრაობის მესამე“ პრეზიდენტად ჩამოყალიბების საბოლოოდ გამოაშკარავებას; საზოგადოებაში თანამედროვე „კუ-კლუქს-კლანისა” და ლიბერალური ფაშიზმის იდეების დანერგვასთან ბრძოლის წინა ფლანგზე იმყოფება; ამ ეტაპის ჩათვლით, ჩაშალა „გლობალური ომის პარტიის” მიერ ქვეყანაში „მაიდანის”, „ცხელი შემოდგომისა” და ახალი „რევოლუციის” მოწყობის არაერთი გეგმა; გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით: ომით, „პრაიდის“ ჩატარებით, პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებით თუ ცალ ფეხზე ასკინკილით; საქართველოს საგარეო ურთიერთობებში „ცალმხვრივი” მეგობრობისა და პარტნიორობის მავნე პრაქტიკის რევიზიონიზმს ჩაუყარა საფუძველი, რომლის ფარგლებში მოუწოდა აშშ-ს, გადახედოს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს; მსოფლიოში „გენდერული” კვოტებისა და „სქესობრივი მრავალფეროვნების” თეორიების მზარდი გავრცელების ფონზე, საქართველოში ლგბტ პროპაგანდის გამომრიცხავი კანონმდებლობის შემოღების ინიციატორი გახდა; არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ქვეყნის სსკ-ში „სახელმწიფო ღალატის” მუხლის დაბრუნებისა და მოქმედი კანონმდებლობის დეზინფორმაციასთან და ცილისწამებასთან ბრძოლის მიზნით დახვეწის თაობაზე; მხარს უჭერს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა განიხილებოდეს მხოლოდ: ღირსეული ევროპის პირობებში – ღირსეული საქართველოს მიღების სახით“, – წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: ქართული პოლიტიკა უნდა გავწმინდოთ დესტრუქციული, მაღალი რისკის შემცვლელი საქმიანობისაგან და გავხადოთ პოლიტიკური ველი უფრო მეტად სუფთა, საქმიანი და კონკურენტული