აშშ-ს ძალებმა ჰუსიტების შვიდი რაკეტა, სამი დრონი და იარაღის სამი საცავი გაანადგურეს

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, 18 მარტს წითელ ზღვაში -ს ძალებმა ჰუსიტების შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სამი დრონი და იარაღის სამი საცავი გაანადგურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ძალებმა იარაღის საცავებზე იერიში იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიტანეს. აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადების მიხედვით, აშშ-ს სამხედრო ძალები მყისიერ საფრთხეს იგერიებდნენ. მათი თქმით, სამხედრო პოზიციებზე განლაგებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, დრონები და სხვა ტიპის იარაღები წითელ ზღვაში კომერციული ხომალდებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ და ეს იერიშები წითელ ზღვაში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი იყო.
აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ ამ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) გაავრცელა.