რადიომ „ეხო კავკაზა“ მაუწყებლობა შეწყვიტა

რადიომ „ეხო კავკაზა“, რომელიც 2009 წლის 2 ნოემბრიდან ეთერში გადიოდა, ყოველდღიური მაუწყებლობა შეწყვეტა. ამის მიზეზი ს ხელისუფლების გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც რადიო „თავისუფალი ევროპა“ და რადიო „თავისუფლება“ არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შემდეგ არჩევანის საშუალება არ გვქონდა. ჩვენ კორესპონდენტებს და ექსპერტებს დარტყმის ქვეშ ვერ დავაყენებთ, ხოლო თუ ეთერში არ იქნებიან პოლიტიკოსები, ექსპერტები, უბრალო ადამიანები, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ეს რადიო ფორმატს მიზანშეუწონლად ხდის.

„ეხო კავკაზას“ პროექტი რა თქმა უნდა შენარჩუნებული იქნება. ჩვენი საიტი, www.ekhokavkaza.com და ექაუნთები სოციალურ ქსელებში მუშაობას გააგრძელებს და ის მკითხველს და მაყურებელს ყოველდღიურ რეჟიმში ტექსტის, ვიზუალურ და აუდიო კონტენტს მიაწვდის. ჩვენ ახალ ფორმატებს აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის გამოვიყენებთ და შევეცდებით, რომ ეს რაც შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს. ჩვენი მიზანია სიტყვის თავისუფლების უფლების შენარჩუნება, მიუხედავად იმისა, რომ ის ავტორიტარული რეჟიმების შედეგად გართულებულია“ – წერია „ეხო კავკაზას“ რედაქციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს