მდინარაძე: მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ასევე, სხვა ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ …

ტრენინგები ჩატარდა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით, რაზეც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა სემინარი, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს სემინარი, რომელიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
„სინამდვილეში კი, არა უფლებები, არამედ სასაუბრო თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა გახლდათ და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან წინასწარ გახმოვანდა. მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ასევე, სხვა ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების გადასახადების გადამხდელთა ფული, იმისთვის, რომ მაგალითად არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებები არ ავურიოთ ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში; რომ ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი არ ავურიოთ რუსულ კანონმდებლობაში, დოლარი, რომლითაც მდიდარი ენჯეოები ფინანსდებიან არ ავურიოთ რუბლში, რომლითაც ასევე მდიდარი ენჯეოების ნაწილი ფინანსდება და ა.შ.“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…