ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და საუდის არაბეთს ეწვევა

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად ეგვიპტესა და საუდის არაბეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.
„მდივანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს განიხილავს, რომელიც ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას უზრუნველყოფს. ასევე, ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებას და ღაზის პოსტ-კონფლიქტური დაგეგმვის კოორდინაციას, მათ შორის იმას, რომ „ჰამასმა“ მართვა ვეღარ შეძლოს და 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმები არ გაიმეოროს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი პალესტინელი ხალხის პოლიტიკურ გზასაც განიხილავს.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ეს ახლო აღმოსავლეთში ენტონი ბლინკენის მეექვსე ვიზიტი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ