ისრაელის თავდაცვის ძალები – ალ-შიფას საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის დროს „ჰამასის“ 40-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა, 200-ზე მეტი ტერორისტი კი დააკავეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის უდიდეს საავადმყოფოში, ალ-შიფაში ჩატარებული ოპერაციის დროს „ჰამასის“ 40-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა, 200-ზე მეტი ტერორისტი კი დააკავეს.
ს არმიის პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ოპერაციის დროს საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაღუპული „ჰამასის“ წევრებს შორის არის „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფაიკ ალ-მაბჰუჰი.
დანიელ ჰაგარის მტკიცებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ აგრძელებს სამხედრო ოპერაციების სისტემატურად ჩატარებას საავადმყოფოებიდან და სამოქალაქო დაწესებულებებიდან და მშვიდობიან მოსახლეობას და პაციენტებს ცოცხალ ფარად იყენებს.
„ჩვენ დავარტყამთ ყველა იმ ადგილს, სადაც „ჰამასი“ ცდილობს კონტროლის აღდგენას“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოს ირგვლივ „მიზანმიმართული ოპერაცია“ წამოიწყეს. მათი მტკიცებით, აქვთ დაზვერვის ცნობა, რომ საადმყოფოს ტერიტორიას „ჰამასი“ სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ