აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, დრონები და იარაღის შესანახი კონტეინერები გაანადგურა

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სამი დრონი და სამი იარაღის შესანახი კონტეინერი გაანადგურეს.
ცენტრალური სარდლობა ირწმუნება, რომ აღნიშნული იარაღი რეგიონში სავაჭრო გემებისა და -ის საზღვაო ძალების გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა.
“დადგინდა, რომ ეს იარაღი წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის”, – ნათქვამია აშშ-სი ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ