თბილისის რომელ უბნებშია მშენებლობაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა

Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2024 წლის პირველ 2 თვეში 29 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. აღნიშნული ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 200,445 მ 2 -ს შეადგენს, რაც წლიურად 5.3%-იან ზრდაა.

ნებადართული საცხოვრებელი ფართის 24% დიდ დიღომში იყო გაცემული, რასაც საბურთალო (21%) და ვაშლიჯვარი (14%) მოსდევს. პირველ ორ თვეში გაცემული ნებართვები ფართობი უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:
დიდი დიღომი – 47 000 მ²
საბურთალო 42 000 მ²
ვაშლიჯვარი – 28 000 მ²
სამგორი – 25 000 მ²
კრწანისი – 13 000 მ²
ვაკე – 7 000 მ²
ჩუღურეთი – 5 000 მ²
გლდანი – 4 000 მ²
ისანი – 1 000 მ²
ნაძალადევი – 1 000 მ²
მთაწმინდა – 0

ასევე დაგაინტერესებთ