ენტონი ბლინკენი – 2024 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია – დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ

2024 წელი გამორჩეული საარჩევნო წელია, მაგრამ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ სა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გააგრძელებს.
„მიმდინარე წელს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია. მაგრამ მოქალაქეები და კანდიდატები სიცრუის ნაკადს წააწყდებიან, რომელიც სერიოზულ საჯარო დებატებს ჩაახშობს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, მათ შორის სოციალური მედიის კომპანიების წახალისებით, რათა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ყალბი შინაარსის ინფორმაციის გამოვლენა მოხდეს.
„ჩვენი კონკურენტები და მოწინააღმდეგეები დეზინფორმაციის საშუალებით ჩვენს დემოკრატიებში არსებული ბზარების გამოყენებასა და ჩვენი ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენენ. ციფრული ტექნოლოგია, სოციალური მედია და ახლა ხელოვნური ინტელექტი ცვლილებების ისედაც წარმოუდგენლად სწრაფ ტემპს მკვეთრად აჩქარებს, მაგრამ ასევე, ამ ამაჩქარებელმა დეზინფორმაციის ტალღები შექმნა, რომელიც პოლარიზაციას და დაბნეულობას აძლიერებს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ