იუწყებიან, რომ ორი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან ხერსონისთვის გახსნილ ცეცხლს

20 ნოემბრის დილას ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა ს მხრიდან ხერსონისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად – იუწყება უკრაინის სამხრეთში მდებარე ამ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომან მროჩკო.
როგორც რეგიონის გუბერნატორი, ოლექსანდრ პროკუდინი ტელეგრამით წერს, ორი პირი დაიღუპა მაშინ, როცა რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ხერსონში კერძო კომპანიის კუთვნილ პარკინგის სივრცეს. დაღუპულები მძღოლები იყვნენ.
მანამდე პროკუდინი იუწყებოდა, რომ ღამით ხერსონის საცხოვრებელი უბნებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიჭრა ექვსი პირი, მათ შორის ერთი ბავშვი.

ასევე დაგაინტერესებთ

“მოხალისეები მთავრობის გასაკეთებელს აკეთებენ”; “ვის აბოლებთ?”; “იმედია ჩვენ ბიჭებს არ დააჯარიმებენ მოშველებისთვის”; “ასეთი პიტალო არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა!”– ხალხის პასუხი ოზურგეთის მერს

“ნანგრევებში ჩარჩენილი ხალხი, ბავშვებთან ერთად, მოსახლეობამ გადაარჩინა, ტექნიკა არ გვყავს და ვერ მოვდივართო, ეგ იყო თქვენი პასუხი”; “ეგ თოვლი დაგასრულებთ თქვენ” – ხალხი ლანჩხუთის მერიას