ნათია თურნავა რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.
აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად.
ნათია თურნავამ აშშ-ის ახალ ელჩს ქართულ საფინანსო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღდგენაზე.
“ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკსა და აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) შორის მჭიდრო ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე. ეროვნულ ბანკს აქტიური თანამშრომლობა აქვს UშAID-თან სხვადასხვა მიმართულებით და მინდა მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მთავრობის, აშშ-ის საელჩოსა და ამერიკელი ხალხის მიმართ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი წლების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ კოორდინაციასა და თანამშრომლობას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა