ისრაელის თავდაცვის ძალები – ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაურია ლიკვიდირებული

ალ-შიფას საავადმყოფოში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაურია ლიკვიდირებული. ამის შესახებ განცხადებას ს თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ფაიკ მაბუჰი, რომელიც „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების ძალების ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, შეიარაღებული იყო და ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში იმალებოდა, საიდანაც ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებდა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედროებმა საავადმყოფოს ოთახებიდან იარაღი ამოიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ