ორშაბათს აზიურ ვაჭრობაზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ამით გაგრძელდა ნავთობზე წინა კვირას დაწყებული გაძვირება, როდესაც შემცირებული მიწოდებისა და რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შემდგომი თავდასხმების გამო გაზრდილი რიკსების ფონზე, ფასები თითქმის 4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
Brent-ის ნავთობის მაისის მიწოდების ფასი გაიზარდა 32 ცენტით, ანუ 0,4%-ით და 85,66 დოლარამდე ბარელზე. აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის აპრილის კონტრაქტი გაიზარდა 40 ცენტით, ანუ 0,5%-ით და 81,44 დოლარი შეადგინა. WTI-ის მიწოდების უფრო აქტიური მაისის კონტრაქტი 37 ცენტით, ანუ 0,5%-ით, ბარელზე 80,95 დოლარამდე გაიზარდა.
„რუსული გადამმუშავებელი ქარხნების აფეთქებებმა გასულ კვირას ნავთობის ფასს ბარელზე 2-დან 3 დოლარამდე რისკის პრემია შემატა“, – განაცხადა ნავთობის ბაზრის ანალიზის კომპანია Vanda Insights-ის დამფუძნებელმა ვანდანა ჰარიმ.
შაბათს ერთ-ერთმა დაბომბვამ გამოიწვია ხანძარი კრასნოდარის სლავიანსკის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში, რომელიც წელიწადში 8,5 მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.