ჩრდილოეთმა კორეამ რამდენიმე რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით

კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 18 მარტის დილას რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით.
ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება სამხრეთკორეელ სამხედროებზე დაყრდნობით. რაკეტები გაუშვეს იმ დღეს, როცა სამხრეთ კორეაში ჩავიდა -ის სახელმწიფო მდივანი . ის მონაწილეობას მიიღებს მესამე „დემოკრატიის სამიტში,“ რომელიც სეულში იმართება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ჩრდილოეთ კორეიდან რაკეტების „განმეორებითი და ძალიან ხშირი გაშვება“.
აშშ-მა და სამხრეთმა კორეამ გასულ კვირაში დაასრულეს მსხვილი ერთობლივი სამხედრო მანევრები. ფხენიანმა, რომელმაც ასევე მოაწყო მანევრები რეგიონში, ისინი შეაფასა, როგორც შეჭრისთვის მზადება.
სამხრეთი კორეა სწავლების წმინდა თავდაცვის მიზნებზე ლაპარაკობს.
ადრე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივი პრესის თანახმად, ტანკისტებს ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა.
კიმ ჩენ ინი და ჩრდილოეთი კორეის მთავრობა რეგულარულად აცხადებენ სამხრეთ კორეასთან ომის შესაძლებლობის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს