შესაძლოა, ეს წელი Absolut Vodka-თი უკვე დაიწყეთ, მაგრამ ახლა ისინი წლის დასრულებას მეტად საოცარი კოლაბორაციით გვთავაზობენ — მუსიკოსის, მსახიობისა და ლგბტ+ აქტივისტის Olly Alexander-ის კონცეფცია მრავალფეროვნების ირგვლივ ტრიალებს და იგი Absolut-ის ბოთლზე სააგენტო JDO-მ გააცოცხლა. თანაც, ხომ გახსოვთ, Absolut-ს სწამს, რომ ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება, როცა რაღაცებს ერთმანეთში ურევთ…
„ოლი თანამშრომლობისთვის ნამდვილად შთამაგონებელი არჩევანი იყო. უნიკალური, ხმით ის იყენებს თავის პლატფორმას, რათა შთააგონოს ყველა, რაც სრულყოფილად ესადაგება Absolut-ის ღირებულებებს. ჩვენი მიზანი იყო მისი ინფექციური ენერგიისა და პოზიტიურობის დიზაინში გადმოტანა, რომელიც Absolut-ს ახალ სიმაღლეებზე აიყვანს“, — აცხადებს პოლ დრეიკი, JDO-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
ბოთლის ახალი დიზაინი დახვეწილი ხაზებითაა წარმოდგენილი, რაც იმაზე მიგვითითებს რომ ეს გამოცემა განსაკუთრებულია. თუმცა თავდაპირველ ესთეტიკასა და საკულტო სილუეტს მაინც ინარჩუნებს. ოლის კონცეფცია მსოფლიოში განსხვავებული ადამიანების არსებობას აღნიშნავს და ხაზს უსვამს ფაქტს, რომ როგორც ინდივიდები, ჩვენ ყველა ერთი მთლიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ.
„Absolut Mosaik ჩვენი უახლესი გამოშვებაა, როგორც ჩვენი მუდმივი ვალდებულების ნაწილი, რომ ვიზეიმოთ მრავალფეროვნების ძალა და გავიხსენოთ, რამდენად ფერადი შეიძლება იყოს სამყარო, როცა ერთმანეთის განსხვავებებს მივიღებთ, ცოცხალი ფერადი ბოთლი, რომელიც ოლიმ JDO-სთან ერთად შექმნა, შესანიშნავი განსახიერებაა იმისა, თუ როგორ ვართ თითოეული ჩვენგანი უფრო დიდი საზოგადოების ნაწილი“, — ამბობს დებასრი დასგუპდა, Absolut Vodka-ს გლობალური ვიცე-პრეზიდენტი.
Absolut Vodka ახალ დიზაინს შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს და იგი მსოფლიოს მასშტაბით 50 ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი.