აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ამერსფორტში ანსამბლ „საქართველოსა“ და „დიდგორის“ ერთობლივ კონცერტს დაესწრნენ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ნიდერლანდებში, ქალაქ ამერსფორტში, ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა ანსამბლ „საქართველოსა“ და „დიდგორის“ ერთობლივ კონცერტს დაესწრნენ.
როგორც აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„შეხვედრაზე, მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ქართველ ემიგრანტებს მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილ დიასპორის წარმომადგენლებს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ სამშვიდობო, კულტურულ თუ სხვა სახის პროექტებსა და ინიციატივებში ჩართულობის მხარდაჭერა აღუთქვეს.
ღონისძიების ფარგლებში, გიორგი აფხაზის ნამუშევრებისა და პროექტის „აფხაზეთის არქივი – ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მემატიანე“ ფარგლებში წარმოდგენილი მასალის გამოფენა მოეწყო. ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი დავით სოლომონია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია, ქართული დელეგაციისა და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს