ტაქსის 20 წლის მძღოლი ამტკიცებს რომ შსს-ს მაღალჩინოსანმა სცემა

ტვ პირველის ინფორმაციით, აეროპორტის პოლიციის განყოფილების მაღალჩინოსანს ტაქსის მძღოლი ცემაში ადანაშაულებს. ოცი წლის ახლგაზრდის ადვოკატი ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნამა ტაქსის მძღოლი მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ მგზავრს მის მანქანაში დარჩენილი ჩანთა უკან დროულად არ მიუტანა.
ელჯან გამბაროვი პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ახალგაზრდა ქალმა მისცა ჩვენება, რომ კაცმა მისი ჩანთა გაიტაცა.
ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები რამდენიმე უფლება დაერღვა. მისი თქმით, ელჯან გამბაროვი ადვოკატის გარეშე გამოჰკითხეს და ჩვენება იძლებით მიაცემინეს. ინტერესების დამცველი ასევე ამბობს, რომ განყოფილების უფროსის მოადგილემ ნათიკ აშაროვმა გამბაროვს თავის არეში მუშტი ხუთჯერ ჩაარტყა.
ის ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ აპირებდა ამ ჩანთის ისედაც წარდგენას, თუმცა მას არ განემარტა არცერთი მისი უფლება, მათ შორის, ადვოკატის ყოლის უფლება, რომ ეს გამოკითხვა ნებაყოფლობითია და ა.შ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მასზე მოხდა ძალადობა პოლიციის თანამშრომლის მიერ და როგორც მიყვება, ვინმე ნათიკ აშაროვის მხრიდან მოხდა მასზე ძალადობა. ხუთჯერ თავის არეში ჩამარტყაო, მუშტით მცემაო, შემეშინდა, რომ კიდევ არ ჩამარტყასო და ჩანთა მას შემდეგ მოვიტანეო, – ამბობს ადვოკატი.
პოლიციის უფროსის მოადგილის მიერ ნაცემი კაცი დაკავებულია. მას ახლა ქურდობას ედავებიან. ის ბრალის წარდგენას ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება.
ამ დრომდე განმარტებას არ აკეთებს.