დასავლელი ლიდერები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე – ეს არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი – ეს იყო ფარსი და პაროდია

დასავლელი ლიდერები რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონო არჩევნებად აფასებენ და აცხადებენ, რომ ის არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის თქმით, ამომრჩევლებს არჩევანის თავისუფლა გაკეთების საშუალება არ ჰქონდა და არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები არ აკვირდებოდნენ.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ასე არ გამოიყურება“, – აღნიშნა კამერონმა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო „არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი“.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ კი არჩევნებს “ფარსი და პაროდია” უწოდა.
„რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, როგორ თრგუნავს ეს რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და ოპოზიციას“, – აღნიშნა ლიპავსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99.7%-ის დათვლის შემდეგ, არჩევნებში ხმების 87.31%-ით ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება