სიცრუეა, თითქოს ტყე გაიყიდა, არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის – ოთარ შამუგია აქციის მონაწილეების მოთხოვნაზე

სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი მოუწოდებს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქციის მონაწილეებს, დაუბრუნდნენ ოჯახებს და დაელოდონ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას.
ოთარ შამუგიას განცხადებით, ის სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ “სიცრუეა, თითქოს ტყე გაიყიდა. არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის,” – ამბობს მინისტრი.
მისივე თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, არაუგვიანეს ნოემბრის ბოლომდე მიიღებს. სწორედ აღნიშნული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ პროტესტის მონაწილეებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში