მსახიობ კოსტა სანიკიძის თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმეს – დაზარალებული “კურიერთან” ამბობს, რომ თავდამსხმელს არ იცნობს

მსახიობ კოსტა სანიკიძის თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმეს. 24 წლის გიორგი გველესიანს, გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. დაკავებული დუმილის უფლებით სარგებლობს, შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი.
დაზარალებული “კურიერთან” ამბობს, რომ თავდამსხმელს არ იცნობს. “კურიერის” ინფორმაციით, მსახიობი უკვე გამოკითხეს.
“რუსთავი 2-ის” პროექტის, “პრაიმ ჰაუსის” ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა გუშინ გამთენიისას, მისსავე სახლში მოხდა. კოსტა სანიკიძეს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში