ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 1.55 თეთრით გაუფასურდა. 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6981 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9482 ლარი.
მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.
თურნავას საგამონაკლისო ბრძანება ფარცხალაძეზე, სებ-მა სანქციების შესრულების წესი შეცვალა
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.74 ლარია, ხოლო ევროსი – 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.96 ლარად.