გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები და კამერები

გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები გრძელდება. გარკვეულ მონაკვეთზე პროცესი დასრულებულია, ხოლო სრულად
აპრილის ბოლოს დასრულდება.
ყველა გვირაბში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები, მოეწყო ახალი ცხაურები, მოაჯირები, იცვლება კიბის დაზიანებული საფეხურები და
პარაპეტის ფილები. მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სიგრძე 610 მეტრია, ფართობი კი – 3 030 კვ.მ.
უსაფრთხოებისა და ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, მიწისქვეშა გადასასვლელის ყველა გვირაბში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მონიტორინგი.
Next: ნანა კაკაბაძე რუსეთ-უკრაინის ომზე: ჩვენი „პატრიოტები“ დღესაც ქვეყნის მოღალატეებად აცხადებენ ყველას, ვინც ობიექტურად აფასებს ფრონტზე არსებულ რეალურ ვითარებას

ასევე დაგაინტერესებთ

ვერშემდგარი პოლიტიკოსი, თაღლითობაში გაწაფული მამუკა ხაზარაძე აშშ-ს მოუწოდებს, რომ ზეწოლა განახორციელოს ლეგიტიმურ “ქართულ ოცნებაზე” – ასეთი გამყიდველები სამშობლოს კი არა, ოჯახსაც დათმობენ ხეირის გამო