კაია კალასი – პუტინს ძალიან კარგად გამოსდის შიშის დათესვა, თუ ბირთვული ომის გვეშინია, მაშინ ის აძლიერებს ამ შიშს – ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რისი ეშინია პუტინს და მას ნატო-სთან ომის ეშინია

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ს ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ნატო-სთან ომის ეშინია.
ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინს კარგად გამოსდის შიშის დათესვა, მისი მუქარა მაინც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული.
“რა თქმა უნდა, ჩვენ სერიოზულად უნდა მივიღოთ ყველაფერი, რასაც ის ამბობს. ის დიდი ხანია იმუქრება ბირთვული ომით, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. მას ძალიან კარგად გამოსდის შიშის დათესვა საზოგადოებებში. ის უსმენს, რისიც გვეშინია და თუ ბირთვული ომის გვეშინია, მაშინ ის აძლიერებს ამ შიშს“, – განაცხადა კალასმა BBC-სთან ინტერვიუში, როდესაც უპასუხა შეკითხვას, სერიოზულად იღებს და აღელვებს თუ არა პუტინის მუქარა ბირთვულ ომთან დაკავშირებით.
ს პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ეს ერთგვარი თვითშეკავების ხაფანგია.
„თუ გვეშინია, მაშინ ვიწყებთ თვითშეკავებას და ეს არის ის, რაც პუტინს სურს. ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რისი ეშინია პუტინს და მას რეალურად ეშინია ნატო-სთან ომის. მას ეს არ სურს. რა თქმა უნდა, ეს არც ჩვენ გვინდა”, – აღნიშნა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ