სუბარი: როდესაც ვსაუბრობთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე ქვეყნის წინაშე, ვიტყვი, რომ ეს არის …

როდესაც ვსაუბრობთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე ქვეყნის წინაშე, ვიტყვი, რომ ეს არის აგენტურა, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან და ეს ყველაფრიდან ჩანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, რომ არა ქართველი ხალხის სიბრძნე და საქართველოს ხელისუფლების სიმტკიცე, ასევე, „ხალხი ძალის“ მიერ საქართველოს მოსახლეობის პერიოდული ინფორმირება იმ ინფორმაციით, რაც კულუარებში ხდებოდა, დღეს საქართველო სახელმწიფო არ იარსებებდა“.
„აგენტების ხელით ამ ქვეყნის მართვა აღარავინ უნდა სცადოს და აგენტებს აღარ უნდა ჰქონდეთ ადგილი ქართულ პოლიტიკაში, მით უმეტეს, როდესაც მთელი პარტიაა აგენტურის თავშესაფარი, შემსრულებელი მათი პატრონების ბრძანებების. ეს ქვეყანაში აღარ უნდა მოხდეს“, – აღნიშნა სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერშემდგარი პოლიტიკოსი, თაღლითობაში გაწაფული მამუკა ხაზარაძე აშშ-ს მოუწოდებს, რომ ზეწოლა განახორციელოს ლეგიტიმურ “ქართულ ოცნებაზე” – ასეთი გამყიდველები სამშობლოს კი არა, ოჯახსაც დათმობენ ხეირის გამო