შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას – თანამშრომლობითი და ნდობითი ურთიერთობები ადამიანებს შორის ჩამოსაყალიბებელი ურთიერთობაა – თანამშრომლობითი გარემო ორმხრივი მოძრაობის გზაა!

თანამშრომლობითი და ნდობითი ურთიერთობები ადამიანებს შორის ჩამოსაყალიბებელი ურთიერთობაა – თანამშრომლობითი გარემო ორმხრივი მოძრაობის გზაა! – ასეთი პასუხი გასცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას თეონა აქუბარდიას, რომელმაც მისგან კიდეც ერთხელ მოითხოვა, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობა უზრუნველყოს.
პაპუაშვილის მტკიცებით, ამ თვალსაზრისით აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე რეგლამენტს არ არღვევს.
„თქვენ ბრძანდებოდით იქ, სადაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ვიზიტი იყო, მაგრამ როდესაც იყო საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტი, ეს საპარლამენტო უმრავლესობის ვიზიტი იყო. რაც შეეხება საგარეო ვიზიტებს, დელეგაციის შემადგენლობას დელეგაციის ხელმძღვანელი ადგენს და დელეგაცია ამის შემდეგ მტკიცდება. არის შერეული ჯგუფები. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ საშუალება სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეაში მიიღოთ მონაწილეობა. თქვენთან მიმართებაში რეგლამენტის არც ერთი პუნქტი არც ერთ მომენტში არ დარღვეულა“, – განაცხადა პაპუაშვილმა თეონა აქუბარდიას მისამართით.
აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი როგორც საზედამხედველო საქმიანობას, ასევე საგარეო ვიზიტებს ახორციელებს ისე, რომ მასში კომიტეტის არც ერთი ოპოზიციონერი წევრი არ მონაწილეობს.
აქუბარდიამ პაპუაშვილს მიმართა, აღნიშნული კომიტეტის საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობა უზრუნველყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება