რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღეს 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

რუსეთში, საპრეზიდენტო ს მესამე დღეს სამართალდამცავებმა 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.
ს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის დროს, რუსეთის 14 ქალაქში სულ მცირე 51 ადამიანი დააკავეს. დაკავებების ყველაზე მეტი რაოდენობა ყაზანში (მინიმუმ 23 ადამიანი) და მოსკოვში (მინიმუმ 10 ადამიანი) დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, დღეს, რუსეთში, მოსკოვის დროით 12:00 საათიდან, საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს. აქცია 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე მისვლას და ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიცემის ან ბიულეტენის დაზიანებას ითვალისწინებს.