მათიკაშვილი: გადაიქცა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად

უკრაინა გადაიქცა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად, დაწყებული მიხეილ სააკაშვილისგან დასრულებული გიორგი ლორთქიფანიძითა და კიდევ სხვა მაღალჩინოსნით, რა თქმა უნდა, ზურაბ ადეიშვილია გამორჩეული ფიგურა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
მან ძებნილი ზურაბ ადეიშვილის გადმოცემის შესახებ ისაუბრა.
გადაიქცა ქართველი კრიმინალების თავშესაფრად, დაწყებული მიხეილ სააკაშვილისგან დასრულებული გიორგი ლორთქიფანიძითა და კიდევ სხვა მაღალჩინოსნით, რა თქმა უნდა, ზურაბ ადეიშვილია გამორჩეული ფიგურა, რომელზეც ფსონი იყო დადებული, უკრაინული მხარის მხრიდან იმ პირობებში, როდესაც მათ, ამ პირებმა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სამშობლოში, უბედურების მეტი არაფერი მოუტანეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მან საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.
„რა მიზნები ჰქონდა მაშინ სააკაშვილს, ესეც არ არის საიდუმლო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო არეულობის, არჩევნების წინა დღეებში აქ ქაოსის მოწყობის მცდელობა და იმ ხელისუფლების რევანშის მცდელობა, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე ქვეყნის აოხრებით იყო, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, დაკავებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა