ბრიტანული ძვირადღირებული მანქანები რუსეთში აზერბაიჯანის გავლით აღწევს – Sky News

დასავლეთის სანქციების მიუხედავად, აგრძელებს ბრიტანული მანქანების, მათ შორის ძვირადღირებული ბრენდების იმპორტს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეშვეობით. ამის შესახებ Sky News იუწყება.
მას შემდეგ, რაც 2022 წელს ში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბრიტანული მანქანების პირდაპირი ექსპორტი რუსეთში ნულამდე დაეცა, ამ კოლაფსს ბრიტანული მანქანების ექსპორტის შესაბამისი ზრდა მოჰყვა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით აზერბაიჯანში.
HM Revenue and Customs (HMRC) ოფიციალური სავაჭრო მონაცემების ანალიზის თანახმად, ქვეყანამ გასულ წელს აზერბაიჯანში 273 მლნ გირვანქა სტერლინგის ავტომობილი გაიტანა, რაც 1,860%-ით მეტია რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ხუთი წლის განმავლობაში, განხორციელებული ექსპორტის ღირებულებაზე.
აზერბაიჯანში ექსპორტის ზრდა არა მხოლოდ უპრეცედენტოა, არამედ თითქმის უტოლდება რუსეთში სანქციების დაწესებამდე არსებულ ავტომობილების ყოველწლიურ ექსპორტს, რაც საშუალოდ 330 მლნ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.
Sky News-ის ჟურნალისტებმა ასევე გააანალიზეს გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ზუსტად იმავე პერიოდში, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა მანქანების ექსპორტის უპრეცედენტო ზრდა დააფიქსირა აზერბაიჯანში, აზერბაიჯანს ავტომობილების ექსპორტის უპრეცედენტო ზრდა ჰქონდა რუსეთში.
ბრიტანელი ავტომწარმოებლები ამტკიცებენ, რომ სანქციების გამო მანქანებს პირდაპირ რუსეთს აღარ ყიდიან. თუმცა, ბრიტანეთის მთავრობა შეშფოთებულია ამ „ნაცრისფერი ზონის“ გამო, რომლის მეშვეობითაც საქონელი შეიძლება შევიდეს რუსეთში პოსტსაბჭოთა ქვეყნების გავლით კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ასევე დაგაინტერესებთ