აღმაშფოთებელია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმის დანამატს

აღმაშფოთებელია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმის დანამატს
სრულიად აღმაშფოთებელია, როდესაც მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმის გაგრძელებას თუ დანამატს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მ განაცხადა.
ს კითხვა დაუწვეს ს პოსტზე, სადაც პრეზიდენტი ოკუპირებული ს ე.წ. მოსამართლეებს დამოუკიდებლობის მაგალითს უწოდებს.
„რა მოსამართლეებზეა საერთოდ საუბარი და რა ხელისუფლებაზე? ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ჩვენს აფხაზეთში ვაღიარებთ მხოლოდ ჩვენი აფხაზი დების და ძმების ნებას, ისიც როდესაც ეს ემსახურება ერთიანი საქართველოს იდეას და ინტერესებს, სხვა შემთხვევაში მოვუწოდებდი საქართველოს პრეზიდენტს, სასწრაფოდ გადახედოს საკუთარ ამ პოზიციას და წარდგეს განახლებული მიდგომით საზოგადოების წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ნაკარნახევი რბილი ძალით ან კიდევ უმეცრებით. ერთიც და მეორეც იქნება ძალიან სამწუხარო ჩვენთვის“, – განაცხადა ოდიშარიამ.
პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ოკუპირებული ს ე.წ. მოსამართლეების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილმა დაწერა: „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან“.
ამასთან, მოგვიანებით პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სასამართლოს მიერ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისათვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის არგაუქმების გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა“.

ასევე დაგაინტერესებთ

კაია კალასი: უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს პარტნიორებთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სტრატეგიული თანხვედრა, სომხეთის თანხვედრა ამჟამად 37 პროცენტია – რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რთულია, მაგრამ ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგანაც ვითხოვთ

BBC-ის სადაზვერვო სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ზღვა აკადემიური ლიტერატურა არსებობს – ჩვენთან არ ითარგმნება სამეცნიერო ლიტერატურა, რადგან პოლიტიკურად ანგაჟირებული გამომცემლობის ინტერესში არ შედის მოსახლეობისთვის მისი მიწოდება