აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, აგრეთვე თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
თორნიკე რიჟვაძემ მისიის ხელმძღვანელს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო.
„ყურადღება გამახვილდა USAID–ის ცალკეულ პროგრამებზე, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის ცალკეული სექტორების განვითარებას, კერძოდ, როგორიცაა, ტურიზმი, წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
შეხვედრას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ