ისრაელში მძევლების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა

თელ-ავივსა და ს სხვა ქალაქებში „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძველების გათავისუფლებისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.
საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მთავრობას მძევლების გასათავისუფლებლად სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდეს.
„ჩვენს პრემიერ-მინისტრს დაავიწყდა, რომ ის ასევე არის 134 მძევლის პრემიერ-მინისტრი“, – ციტირებს სააგენტო dpa მძევლების ერთ-ერთი ნათესავის სიტყვებს.
dpa-ს ცნობით, აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. დიდ ეკრანზე აჩვენეს ნაწყვეტი ამერიკელი სენატორის, ჩაკ შუმერის გამოსვლიდან, რომელმაც განაცხადა, რომ, მისი აზრით, ვადამდელი არჩევნები ისრაელის ინტერესებშია. ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა იერუსალიმში, პრეზიდენტის ისააკ ჰერცოგის რეზიდენციის წინაც.
მედიის ცნობით, დემონსტრანტების ნაწილმა გზები გადაკეტა, თუმცა პოლიციამ ისინი აიძულა, ქუჩები დაეტოვებინათ.

ასევე დაგაინტერესებთ