რუსეთში იწყება საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“

გამოცემა „7×7“ იუწყება, რომ ნოვოსიბირსკის საარჩევნო უბნებზე შესამჩნევი რიგები უკვე გაჩნდა. ჩიტაში, საარჩევნო უბნების წინ გაძლიერებულია პოლიციის მეთვალყურეობა.
აქცია “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” – კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდებს 12 საათამდე გამოვიდნენ საარჩევნო უბნებზე. ყველა, ვინც ვინც არ ეთანხმება კრემლის პოლიტიკას, ამ გზით შეძლებს შეხვდეს თანამოაზრეებს და დაინახოს, რომ ისინი მარტო არ არიან.
იდეა ეკუთვნის სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილ დეპუტატს „იაბლოკოდან“ მაქსიმ რეზნიკს.
მას მხარს უჭერდა მრავალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მათ შორის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.
17 მარტი რუსეთში საპრეზიდენტო ს მესამე და ბოლო დღეა. დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ექსპერტები არჩევნებს არათავისუფალ და არაკონკურენტულად აფასებენ. კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობის უფლება არც ერთ რეალურ ოპოზიციურ კანდიდატს არ მიეცა.
კენჭისყრის პირველ დღეს, 15 მარტს, ამომრჩეველთა აქტივობამ 38%-ს გადააჭარბა, მეორე დღეს – 58%-ს. იყო საარჩევნო უბნებზე ცეცხლის წაკიდების და ბიულეტენების დაზიანების მცდელობები, როდესაც საარჩევნო ყუთები მელნით და მწვანე საღებავით შეღებეს.
რადიო თავისუფლება კენჭისყრისა და საპროტესტო აქციების მიმდინარეობას აკვირდება და ამბავს ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე განაახლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან