ლოიდ ოსტინი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უკრაინის მიმართ აშშ-ის „ურყევი მხარდაჭერა“ კიდევ ერთხელ დაუდასტურა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლოიდ ოსტინი ავრცელებს.
ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ მისთვის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა დაედასტურებინა.
„მე მქონდა პატივი, დღეს, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვედროდი, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ მხარი დავუჭიროთ ს ბრძოლის ველზე არსებულ გადაუდებელ საჭიროებებსა და თავდაცვის გრძელვადიან მოთხოვნებს“, – წერს ოსტინი „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, დღეს დილით -ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ