IEA-მ 2024 წელს ნავთობზე დღიური მოთხოვნის პროგნოზი 200 000 ბარელით გაზარდა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) 2024 წელს ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი დღესში 200 ათასი ბარელით, 103,2 მლნ ბარელამდე, ხოლო ნავთობის მოხმარების პროგნოზი 2024 წლის პირველ კვარტალში 400 ათასი ბარელით დღეში, 102 მლნ ბარელამდე, გაზარდა.
ორგანიზაციის პოზიციით, ზრდა მხოლოდ OECD-ის ქვეყნების გამო მოხდა. მეორე და მესამე კვარტალის პროგნოზი ასევე გაიზარდა 200 ათასი ბარელით დღეში და შესაბამისად შეადგინა 103 და 104 მლნ ბარელი/დღეში.
ამრიგად, ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შეფასება პირველ კვარტალში გაიზარდა 270 ათასი ბარელით, ხოლო წლის ბოლოს – 110 ათასი ბარელით.