დონალდ ტუსკი მაიკ ჯონსონს – შეხედეთ ოდესას, კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?

შეხედეთ ოდესას, კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად? – ასე მიმართავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი -ის კონგრესის ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის – სპიკერს მაიკ ჯონსონს „ტვიტერის” პირად გვერდზე.
„შეხედეთ ოდესას, სპიკერო ჯონსონ! კიდევ რამდენიმე არგუმენტი გჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად?” – წერს ტუსკი.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადება 16 მარტს დილით გამოაქვეყნა. იმ მომენტისთვის ოდესაში ს სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, რესპუბლიკური პარტია და სპიკერი ჯონსონი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე გამოტანას ეწინააღმდეგებიან, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის ზედა პალატამ – სენატმა – კანონპროექტი უკვე მიიღო. მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ სპიკერი ჯონსონი ფაქტობრივად დათანხმდა უკრაინისთვის დახმარების განბლოკვას, ოღონდ იმ პირობებით, რომ ეს იქნება წარმომადგენელთა პალატის პროექტი, და კრედიტის ან ლენდ-ლიზის სახით დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან