„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს აკრიტიკებს „აფხაზური სასამართლოს დამოუკიდებლობაზე“ რემარკისთვის

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ აფხაზური სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ფეისბუკზე დაწერილი რემარკის გამო.
„დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან“ – ასე დაასათაურა სალომე ზურაბიშვილმა 16 მარტს საკუთარ ფეისბუკანგარიშზე გაზიარებული ბმული. მასზე მოთხრობილი იყო ახალი ამბავი, რომლის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში სასამართლომ არ დაუჭირა მხარი ბიჭვინთის აგარაკების „მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ“ კანონის გაუქმებას, როგორც ეს მოსკოვს სურდა.
„ოცნების“ წევრების შეფასებით, ზურაბიშვილმა თავისი ფეისბუკპოსტით ს ე.წ. ხელისუფლების მესამე შტო აღიარა.
„ჩვენს აფხაზეთში ვაღიარებთ მხოლოდ ჩვენი აფხაზი დებისა და ძმების ნება-სურვილს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ერთიანი საქართველოს ინტერესებშია. აღნიშნული [პრეზიდენტის ქმედება] ნაკარნახევია მხოლოდ იმ ძალით, რომელსაც აწყობს, რომ მოხდეს გარკვეული აღიარება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მარიონეტული რეჟიმისა და აფხაზეთის ოკუპაციის. სხვა შემთხვევაში ეს არის უმეცრება. დაუყოვნებლივ მოვუწოდებდი საქართველოს პრეზიდენტს, გადახედოს საკუთარ ამ პოზიციას და საზოგადოების წინაშე წარდგეს ღირსეულად. ვფიქრობ, ბოდიშიც უნდა მოიხადოს ამისთვის“, – განაცხადა დეპუტატმა მ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ს „სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა და პრეზიდენტის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა“.

ასევე დაგაინტერესებთ