ჩინური Nio მასობრივი ბაზრისთვის ელექტრომობილს მაისში წარადგენს

ჩინური Nio მასობრივი ბაზრისთვის ელექტრომობილს მაისში წარადგენს
ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი Nio მასობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ელექტრომობილის წარდგენას მაისში გეგმავს.
მას ჩინურად Le Dao დაერქმევა, რაც ნიშნავს ბედნიერ ოჯახს, რომელიც ერთად ატარებს დროს. ეს ხაზს უსვამს ახალი მანქანის სამიზნე აუდიტორიას, წერს CNBC.
2014 წელს დაარსებული Nio აქამდე ორიენტირებული იყო ელექტრო მანქანების უფრო ძვირად ღირებულ სეგმენტზე და აწარმოებდა SUV-ებსა და სედანებს, რომლებიც უფრო ძვირია, ვიდრე Tesla-ს Model S ან Model Y მანქანები.
Nio ახალი ელექტრომობილის ფართომასშტაბიანი მიწოდების დაწყებას მომავალ წელს გეგმავს. მისი ღირებულება სავარაუდოდ 200-300 ათასი იუანი (27,8-41,7 ათასი დოლარი) იქნება.