„თბილისი პრაიდის” შეკრების მთავარი მიზანი ალბათ არის ის, რომ სტრატეგიულად ჩამოყალიბდნენ, რა კუთხით გააგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები რომ იკრიბებიან და აპირებენ რაღაც კონკრეტული გეგმის დასახვას, კიდევ ერთხელ გვაძლევს იმის შეგრძნებას, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივა სწორი იყო, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, სად გადის ადამიანის უფლებების სტანდარტი და ზღვარი. მათი შეკრების მთავარი მიზანი ალბათ ის არის, რომ სტრატეგიულად ჩამოყალიბდნენ, რა კუთხით გააგრძელებენ საკუთარ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქართული ტრადიციული ცხოვრების წეს-ჩვეულებებისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და სიწმინდეების საწინააღმდეგოდ იმოქმედონ“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა