მეოცე საუკუნის ყველაზე ლამაზი ქალები – Marao

მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზ ქალებს შორის, საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, ზოგადად ცნობილი და ნიჭიერი მსახიობები არიან, რომლებმაც ისტორია შექმნეს.
წარმოგიდგენთ მე-20 საუკუნის უმშვენიერესი, გამორჩეული, ელეგანტური და მომხიბვლელი ქალების სიას, რომელთა სილამაზემ დროს გაუძლო:
“იცით, რატომ უყვართ დღემდე? ოდრი არ ჰგავს ბრილიანტებში ჩასმულ ვარსკვლავებს, ის თავმდაბალი ქალი იყო…’ – ოდრი ჰეპბერნის ვაჟის, შონ ფერერის მოგონებები დედაზე
“კაცი არ ტოვებს ცოლს სხვა ქალის გამო, თუ მას წასვლა არ უნდა” – როგორ წაართვა ელიზაბეტ ტეილორმა საუკეთესო მეგობარს ქმარი
1. ოდრი ჰეპბერნი
ის იყო ორმოცდაათიანი და სამოციანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი კინომსახიობი.
მოიგო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალის როლისთვის ფილმში “რომაული არდადეგები” (1953), მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ემის, გრემის, BAFTA-ს ჯილდოები.
“მონაზვნის ამბავში” (1959) მსახიობს ერთ-ერთი ყველაზე რთული როლი ჰქონდა. „მისი როლი, ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე უნახავთ დიდ ეკრანზე“. ამერიკის კინოაკადემიამ იგი დაასახელა კინოს ისტორიაში სამ უდიდეს ვარსკვლავს შორის. ამერიკული ტელეკომპანია QVC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, მსახიობი მე-20 საუკუნის ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელეს. ოდრი ჰეპბერნმა შექმნა ქალურობის ახალი იმიჯი თავისი დახვეწილი, მოხდენილი ფიგურისა და არისტოკრატული მანერების წყალობით. განსაკუთრებით გამორჩეული იყო მისი ჩაცმულობა ფილმში „საუზმე ტიფანისთან“.
1988 წელს ოდრი ჰეპბერნი დაინიშნა UNICEF-ის ოფიციალურ ელჩად და მას შემდეგ თავი მიუძღვნა ჰუმანიტარულ საქმიანობას.
2. გრეის კელი
(1929-1982) – დაიბადა ფილადელფიაში, ირლანდიური წარმოშობის მდიდარ ოჯახში, იგი დღემდე ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობად.
კელი იყო კინოაკადემიის ჯილდოს ლაურეატი, 1956 წლიდან იყო მონაკოს ტახტის მემკვიდრის რენიე III-ის მეუღლე. მონაკოს რიგით მე-10 პრინცესა და მონაკოს ამჟამინდელი მმართველის, პრინც ალბერ II-ის დედა.
ამერიკის კინოაკადემიის სიაში „AFI-ის 100 წელი… 100 ვარსკვლავი“ გრეისი კელი მე-13 ადგილზე დაასახელა, ხოლო 2001 წელს, ინგლისურმა ჟურნალმა „ვოგმა“ გამოაქვეყნა „ყველა დროის 100 ყველაზე ელეგანტური ქალბატონის“ სია, სადაც გრეისი კელი პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
3. ელიზაბეტ ტეილორი
ითვლება ჰოლივუდის ოქროს ხანის ბოლო დიდ დივად მისი სამსახიობო ოსტატობით და უნიკალური სილამაზით. ტეილორი ორჯერ დაჯილდოვდა ამერიკის კინოაკადემიის ოსკარით ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ის იყო პირველი მსახიობი ქალი, რომლის ჰონორარი მილიონობით დოლარს აჭარბებდა.
4. სოფი ლორენი
საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი მსოფლიო კინოს ისტორიაში. სოფიას წარმატება პროვინციული სილამაზის კონკურსით დაიწყო. დედამისმა ქუჩაში ნანახ განცხადებაზე „გინდა გახდე „ზღვის პრინცესა?“ მიიღე მონაწილეობა კონკურსში!“ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ურჩია. ამ კონკურსისთვის სოფიას დედამ კაბა ფარდებისგან შეუკერა. “კონკურსის ფინალში ერთ–ერთ მშვენიერებათაგანს ვარდისფერი ფარდისგან შეკერილი კაბა ეცვა და კეფლის საღებავით სახელდახელოდ თეთრად შეღებილი ფეხსაცმელი. შესანიშნავი გოგონაა. ჟიურიმ მეორე ადგილი მიაკუთვნა”.
5. კატრინ დენევი
ფრანგული კინოს ვარსკვლავი, დაიბადა პარიზში 1943 წლის 22 ოქტომბერს. კინოში მისი დებიუტი 13 წლის ასაკში შედგა. დიდი პოპულარობა კი ფილმმა “შერბური ქოლგები” მოუტანა. მომდევნო წელს მთავარი როლი ითამაშა რომან პოლანსკის ფსიქოლოგიურ ტრილერში „ზიზღი“ — განთქმული კინორეჟისორის პირველი ინგლისურენოვან ფილმში.
მიუხედავად მრავალრიცხოვანი მოწვევებისა ჰოლივუდში, დენევი ამერიკული აუდიტორიისთვის დღემდე მხოლოდ ფრანგული პარფიუმერიის სარეკლამო რგოლებითაა ცნობილი.
6. კლაუდია კარდინალე
დაიბადა ტუნისში 1938 წლის 15 აპრილს. ის იყო სამოციანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი იტალიელი მსახიობი. ყველაზე აღსანიშნავია ფილმები: „რვანახევარი“ (1963) და „ერთხელ დასავლეთში“ (1968). კარდინალე უმეტესად იტალიურ და ფრანგულ ფილმებში ჩნდებოდა. მას თითქმის არასოდეს უმუშავია ევროპული კინოს გარეთ.
7. რიტა ჰეივორთი
ესპანური და ანგლო-ირლანდიური წარმომავლობის ამერიკელი მსახიობი, რომელმაც პოპულარობა 1940-იან წლებში მოიპოვა, როგორც ეპოქის წამყვანმა სექს-სიმბოლომ. იმის მიუხედავად, რომ იმ პერიოდში ესპანური წარმომავლობის მსახიობების შესახებ -ში მცდარი შეხედულება იყო ჩამოყალიბებული, ჰეიუორთი დღეს ფართოდაა აღიარებულ ჰოლივუდის „ოქროს ხანის“ ერთ-ერთ პირველ ესპანელ-ამერიკელ „სექსის ქალღმერთად“.

ასევე დაგაინტერესებთ