პაკისტანში სამხედრო პუნქტზე თავდასხმის შედეგად, 5 სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ განცხადებას პაკისტანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
„ტერორისტები ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანით სამხედრო პუნქტს შეეჯახნენ, შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს, რამაც შენობის ნაწილის ჩამონგრევა გამოიწვია, რის შედეგადაც 5 სამხედრო დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.
პაკისტანის შეიარაღებული ძალების ცნობით, ვაზირისტანში მდებარე სამხედრო პუნქტზე თავდასხმა ექვსმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა.
პაკისტანის არმიას ავღანეთის საზღვართან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი დაჯგუფება არ დაუსახელებია.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/06/img_0116-FDSbeK-300x158.jpeg)