ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი – მამუკა მდინარაძე ალასანიას განცხადებაზე

მიხეილ სააკაშვილის ბიძა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არამშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე საუბრობს. “გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი და დემოკრატია” – განაცხადა თემურ ალასანიამ ემიგრანტებთან შეხვედრაზე.
მმართველი გუნდის ლიდერები თემურ ალასანიას განცხადებას ეხმაურებიან. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ომისკენ მოწოდებები მათი ნარატივია.
„იმიტომ წამოსცდებათ ხოლმე ან იმიტომ აკეთებენ ამას სპეციალურად, რომ ეს არის მათი ნარატივი, ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი. ხან უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, ხან – ჩვენი თანამემამულეები, ოღონდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ახლა თემურ ალასანიამ პირდაპირ თქვა ის, რაც, აგერ უკვე წელიწად-ნახევარია უნდათ.
რატომ უნდა ვთქვათ უარი ომით დაბრუნებაზე? იმიტომ, რომ საქართველო ისეთ შეცდომებს, თავისი დებისა და ძმების წინაშე, რაც დაუშვა, აღარასდროს დაუშვებს; იმიტომ, რომ ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არა, ერთმანეთს,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ რომ იმ მოთხოვნებს დავთანხმებოდით, რაც სხვადასხვა მხრიდან ისმოდა კულისებში თუ ღიად, შეიძლება ბევრი რამე შეცვლილიყო – სულ ვამბობდით, რატომ მიგყავარ ისეთ ომში, სადაც მე მოვკვდები და შენ რაღაც სარგებელი შეიძლება მიიღო, შეიძლება – არა?!

მამუკა მდინარაძე ტრამპის და რუბიოს განცხადებებზე: შეიძლება გული დავწყვიტო ბევრ ჩვენს მხარდამჭერსაც მაგრამ, გადაჭარბებული რეაქციებია – დიდი სახელმწიფოს, მეგობარი ქვეყნის ლიდერმა მოგვილოცა და თქვა ობიექტური რაღაცები, ჩვენ ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ ვართ

ბიძინა ივანიშვილთან იმ ქვეყნის ელჩი ითხოვს შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი- ეს სანქცია რომ შანტაჟის იარაღი იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით რომ რჩება, ელაპარაკები, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის

ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე – ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, არანაირი ხინჯი ამ მეგობრობაში არ არსებობს, უღირსეულესი კაცია და ყველა გუნდს ვუსურვებდი ისეთ პროფესიონალს და ისეთ ადამიანს, როგორიც ვახტანგ გომელაურია