ენტონი ბლინკენი – ჰაიტის პოლიტიკური გარდამავალი საბჭოს წევრების უმეტესობა უკვე დასახელდა

ჰაიტის პოლიტიკური გარდამავალი საბჭოს წევრების უმეტესობა უკვე დასახელდა, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ს ცნობით, საბჭოს ცხრა წევრიდან უმეტესობა უკვე შერჩეულია, თუმცა გარდამავალი საბჭოს სრულად დაკომპლექტების პროცესი შეფერხდა.
„ეს მარტივი და სწორხაზოვანი არასდროს იქნებოდა. ასე რომ, წინ სამუშაოა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პროგრესი გვაქვს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
შეგახსენებთ, ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა, არიელ ჰენრიმ ორშაბათს განაცხადა, რომ თანამდებობას მაშინვე დატოვებდა, როგორც კი სხვადასხვა პოლიტიკური კოალიციის და საზოგადოების სექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარი გარდამავალი საბჭო შეიქმნებოდა.
არიელ ჰენრიმ ჰაიტის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წელს ყოფილი პრეზიდენტის, ჯოვენელ მოისის მკვლელობის შემდეგ დაიკავა. გასულ წელს, ჰენრიმ არჩევნების ჩატარებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ხმის მიცემის პროცესს საფრთხის ქვეშ დააყენებდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ და კრიზისის ფონზე, მოწინააღმდეგეები ჰენრის გადადგომას თვეების განმავლობაში ითხოვდნენ.
ჰაიტიში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსის ციხიდან პატიმრები გაათავისუფლეს და დედაქალაქზე კონტროლი დაამყარეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერმა, ჯიმი შერიზიემ აიღო და განაცხადა, რომ იგი პრემიერ-მინისტრის, არიელ ჰენრის მთავრობის გადადგომას მოითხოვდა.

ასევე დაგაინტერესებთ