სტეპან გრიგორიანი – სომხეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გახლავთ ის თემა, რის გამოც ასე ერთმნიშვნელოვნად იცვლება სომხეთში განწყობები ევროკავშირის სასარგებლოდ

სომხეთში მიმდინარე პროცესებზე, სომხეთის საგარეო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებების მიზეზებსა და მიზნებზე, იმაზე, რამდენად უკავშირდება ეს ცვლილებები „სომხეთში მიმდინარე მენტალურ რევოლუციას“, რატომ სთხოვს ერევანი რუსეთს ს აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას, ასევე იმაზე, რატომ ჭიანურდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა, „ინტერპრესნიუსი“ გგლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს სტეფან გრიგორიანს ესაუბრა.
– ბატონო სტეპან, ბოლო თვეებია საინტერესოდ ვითარდება პროცესები სომხეთში და სომხეთის ირგვლივ.
მხედველობაში მაქვს სომხეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. რასაც წინ უძღოდა სომხეთის მიერ ოდბკ-ს სხდომაში მონაწილეობაზე უარის თქმა. ასევე საფრანგეთის ინიციატივა დაჩქარდეს სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება.
ამ თემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ თქვენთან საუბარი უპირველესად იმით მინდა დავიწყო თუ რა ხდება სომხეთის საშინაო პოლიტიკაში.
თქვენ როგორ შეაფასებდით სომხეთში დღეისათვის არსებულ სიტუაციას და იმას, რეალურად, თუ რა ხდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში?
– საქმე ისაა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი საზოგადოებისთვის. ამიტომ, როცა საუბრობენ იმაზე, რომ სომხეთში განწყობები მნიშვნელოვნად იცვლება, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს უპირველესად სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.
სომხეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გახლავთ ის თემა, რის გამოც ასე ერთმნიშვნელოვნად იცვლება სომხეთში განწყობები ევროკავშირის სასარგებლოდ. ევროკავშირის მიმართ განწყობები, მეტი დემოკრატიისა და თავისუფლების სასარგებლოდ სომხეთში უკანასკნელი 10 წელი იცვლებოდა, იყო გარკვეული დადებითი დინამიკა.
მაგრამ, მას შემდეგ, რაც სომხეთის უმთავრესმა მოკავშირემ რუსეთმა არ შეასრულა სომხეთის მიმართ აღებული ვალდებულებები სწორედ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მეტიც, აზერბაიჯანთან ერთად უტევს სომხეთს, არავის არ უნდა უკვირდეს თუ რატომ იცვლება სომხეთში განწყობები ევროკავშირის სასარგებლოდ.
დიახ, ახლა სომხურ საზოგადოებას უნდა ევროკავშირი იმიტომ, რომ უნდა ჰქონდეს მეტი დემოკრატია და თავისუფლება, და რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. ამ ეტაპზე სომხეთს სურს რაც შეიძლება დააჩქაროს ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები.
ჩვენთან ახლა ჩვეულებრივ ამბად იქცა სოციალურ ქსელში გამოკითხვის ჩატარება. ასეთი გამოკითხვა ჩემს გვერდზე მეც ჩავატარე. ევროპარლამენტი სომხეთს სთავაზობს მიმართოს ევროკომისიას რომ სომხეთს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. კითხვა მარტივად ჩამოვაყალიბე – ვინ ხართ მომხრე და ვინ წინააღმდეგი?
ამ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოს 6 ათასმა ადამიანმა. 6 ათასიდან გამოკითხულთა 97%-მა თქვა, რომ აუცილებელია სომხეთმა შეიტანოს ევროკომისიაში განცხადება რომ სომხეთმა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
ამერიკის რესპუბლიკური პარტიის „აი-რი-აიმაც“ ჩაატარა სომხეთში საკმაოდ დიდი და კომპლექსური სოციოლოგიური კვლევა. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს სომხეთის სამი საფრთხიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა. თურქეთს, როგორც საფრთხეს მიიჩნევს გამოკითხულთა 69%, ხოლო რუსეთს, როგორც საფრთხეს გამოკითხულთა 66%.
ამერიკის რესპუბლიკური პარტიის „აი-რი-აიმაც“ ჩაატარა სომხეთში საკმაოდ დიდი და კომპლექსური სოციოლოგიური კვლევა. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთი სომხეთის სამი საფრთხიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა. თურქეთს, როგორც საფრთხეს მიიჩნევს გამოკითხულთა 69%, ხოლო რუსეთს, როგორც საფრთხეს გამოკითხულთა 66%
ეს იმას ნიშნავს, რომ სომხური საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი სომხეთ-აზერბაიჯანის ომს განიხილავს, როგორც ომს რუსეთსა და რუსეთს შორის. ამ გარემოებამ სომხური საზოგადოება უფრო მგრძნობიარე გახადა ისეთი საკითხების მიმართ, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაა. ამიტომ გასაკვირი სულაც არაა, რომ სომხეთში რუსეთის მიმართ განწყობები საგრძნობლად შეცვლილია. მეტიც, საზოგადოებაში გაჩენილია ევროკავშირთან და საერთოდ დასავლეთთან მეტი თანამშრომლობის სურვილი და განწყობები. მაგრამ, აქაც, სომხეთში თვალს ვადევნებთ ასეთ მიმართებებს – ევროკავშირთან, -სთან, საფრანგეთთან, საბერძნეთთან, გერმანიასთან და კვიპროსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილს.
სომხეთში თვალს ვადევნებთ ასეთ მიმართებებს – ევროკავშირთან, აშშ-სთან, საფრანგეთთან, საბერძნეთთან, გერმანიასთან და კვიპროსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილს
– რამდენადაც მივადევნე თვალი, სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობების დაჩქარების ინიციატორი საფრანგეთი იყო…
– გარედან ასე ჩანდა, მაგრამ, ამ საქმეში საფრანგეთის გარდა, დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიასა და საბერძნეთს. მეტიც, ჩემი აზრით, სომხეთის ევროკავშირთან ინტეგრირების მთავარი მამოძრავებელი ქვეყანა ახლა გერმანიაა.
ასეა მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე პირველი განცხადებები საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა გააკეთა. ახლა მაკრონს სომხეთში ნაციონალურ გმირად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ამ პროცესთან მიმართებაში გერმანია საფრანგეთთან ერთად ასრულებს განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან როლს.
სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე პირველი განცხადებები საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა გააკეთა. ახლა მაკრონს სომხეთში ნაციონალურ გმირად მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ამ პროცესთან მიმართებაში გერმანია საფრანგეთთან ერთად ასრულებს განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან როლს
ახლა უკვე ამ ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრები და მინისტრის მოადგილეები აკეთებენ განცხადებებს რომ აუცილებელია სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას სომხეთის უსაფრთხოება. იმისთვის კი არა, რომ სომხეთი ვინეს თავს დაესხას, არამედ შეძლოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
– როგორც ვხვდები აბსოლუტურად სწორი იყო თქვენი კოლეგა არეგ კოჩინაინი, როცა თბილისში გამართულ კონფერენციაზე თქვა, – „სომხეთში ახლა მენტალური რევოლუცია ხდება“.
რადგან ასეა, კითხვას ასე დავსვამ – რუსეთის მიმართ საზოგადოებაში არსებული განწყობები დროებითი და სიტუაციურია, თუ საზოგადოებამ დაიწყო სტრატეგიულად აზროვნება და ამის შედეგია სომხეთში მიმდინარე „მენტალური რევოლუცია“?
– ძალიან კარგი კითხვაა. არეგ კოჩინიანი, აბსოლუტურად სწორია, რადგან სომხეთის საგარეო პოლიტიკაში ცვლილება სწორედ სომხურ საზოგადოებაში მიმდინარე „მენტალურ რევოლუციას“ უკავშირდება და მე ამ მოსაზრებას სრულად ვიზიარებ.
მნიშვნელოვანია ის, რომ სომეხი ხალხი მიხვდა იმას, რომ როცა უსაფრთხოებაზეა საუბარი, ხალხს მხოლოდ ლეგიტიმური ხელისუფლების იმედი არ უნდა გქონდეს. იმიტომ, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება, მისი ხელმძღვანელი ფაშინიანიც რომ იყოს, იგი სხვადასხვა მხრიდან ყოველთვის იქნება დიდი ზეწოლების ქვეშ.
სომეხი ხალხი მიხვდა იმას, რომ როცა უსაფრთხოებაზეა საუბარი, ხალხს მხოლოდ ლეგიტიმური ხელისუფლების იმედი არ უნდა გქონდეს. იმიტომ, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება, მისი ხელმძღვანელი ფაშინიანიც რომ იყოს, იგი სხვადასხვა მხრიდან ყოველთვის იქნება დიდი ზეწოლების ქვეშ
სომხეთის ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს სომხეთის საზღვრებთან აზერბაიჯანის სამხედრო გააქტიურება. ამას ხალხი კარგა ხანია მიხვდა და ახლა ხალხი ცდილობს თავად მოახდინოს ზეწოლა ხელისუფლებაზე დააჩქაროს სომხეთის უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვა და დააჩქაროს ევროინტეგრაციის პროცესი.
სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ პრემიერმა ფაშინიანმა გმირობის ტოლფასი ნაბიჯი გადადგა და რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალურად წერილით მოსთხოვა ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა.
პრემიერმა ფაშინიანმა გმირობის ტოლფასი ნაბიჯი გადადგა და რუსეთის პრეზიდენტს ოფიციალურად წერილით მოსთხოვა ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა
საერთოდ, ასეთი შეთანხმების შეცვლისთვის ერთი მხარე 6 თვეს ითხოვს. ფაშინიანმა რუსეთს ამ მოთხოვნის შესასრულებლად ნაკლები დრო მისცა. ფაქტია, რომ პრემიერ ფაშინიანის მხრიდან ეს გაბედული და შეიძლება ითქვას რევოლუციური ნაბიჯი იყო.
ობიექტურად, სომხეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ, ხალხი მას აიძულებს რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაფიო ნაბიჯები გადადგას.
ხალხი მიხვდა, რომ მას, როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, არავის იმედი არ უნდა ჰქონდეს, მათ შორის არც ლეგიტიმური და არაკორუმპირებული ხელისუფლების
მე ხშირად მიწვევენ სხვადასხვა შეხვედრებზე. ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც წესიერი და არაკორუმპირებული ხალხია, რომელთა ვინაობას მე რა თქმა უნდა, არ დავასახელებ, ამბობენ – გვიჭირს ქუჩაში გამოსვლა, რადგან, ხალხი ჩვენგან ითხოვს რუსეთთან მიმართებაში ვიყოთ უფრო მკაფიო და თანმიმდევრული. ისინი ითხოვენ ქვეყნის ოდბკ-დან გამოსვლას და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას.
ხალხი მიხვდა, რომ მას, როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, არავის იმედი არ უნდა ჰქონდეს, მათ შორის არც ლეგიტიმური და არაკორუმპირებული ხელისუფლების.
– რადგან რუსი მესაზღვრეები ახსენეთ, გამახსენდა ამას წინათ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერევანმა მოსკოვისაგან რუსეთის მესაზღვრეების გაყვანა მოითხოვა.
ინფორმაცია აშკარად არასრულად იყო მოწოდებული, რადგან, გაუგებარი იყო რას ეხებოდა. ზოგმა ეს ერევნიდან რუსეთის მესაზღვრეების ოფისის გაყვანად აღიქვა, ზოგმა კიდევ რად.
გაუგებარი იყო, რადგან ვითარებაში, როცა ვიცით, რომ სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვარზე რუსები დგანან, რაზე იყო საუბარი. თქვენი საუბრიდან გავიგეთ, რეალურად რაზე ყოფილა საუბარი…
– ახლა კონკრეტულად იმაზეა საუბარი, რომ სომხეთის ხელისუფლება რუსეთიდან ითხოვს ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას.
ამ საკითხში მე სოლიდარული ვარ ხელისუფლების მოთხოვნის. რუს მესაზღვრეებთან დაკავშირებული ყველა საკითხის ერთბაშად გადაწყვეტა შესაძლოა ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს.
რუს მესაზღვრეებთან დაკავშირებული ყველა საკითხის ერთბაშად გადაწყვეტა შესაძლოა ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდეს
– კარგი იქნება თუ დააზუსტებთ, ახლა რატომ გახდა აუცილებელი ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გასვლის საკითხი?
– ერევნის აეროპორტში მყოფი რუსი მესაზღვრეები ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან სომხეთში ჩამოსულ მოქალაქეებს სომხეთში შემოსავლელად პრობლემებს უქმნიან, ბევრ მათგანს ქვეყანაში შემოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ამ თემაზე რამდენიმე სკანდალი იყო, როცა საქმე ამერიკისა და სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეების შემოშვებას ეხებოდა.
მეტსაც გეტყვით, რუსი მესაზღვრეები ერევნის აეროპორტში იმ პირებს არ უშვებენ და პრობლემებს უქმნიან, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებს თავის ე.წ. შავ სიებში ჰყავთ შეყვანილი.
რუსი მესაზღვრეები ერევნის აეროპორტში იმ პირებს არ უშვებენ და პრობლემებს უქმნიან, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებს თავის ე.წ. შავ სიებში ჰყავთ შეყვანილი
მაგალითად, რუსი მესაზღვრეები ეკითხებიან ამერიკის მოქალაქეს – რატომ და რა მიზნით ჩამოხვედით სომხეთში? ისინი პასუხობენ – ჩვენ სომხეთში ჩამოვედით. ისინი პასუხობენ – აქ ჩვენ ვართ და ვერ მოგცემთ სომხეთში შემოსვლის უფლებას.
ვიმეორებ – ახლა საუბარია რუსი მესაზღვრეების ერევნის აეროპორტიდან გაყვანაზე.
– ეს გასაგებია, მაგრამ, სომხეთიდან გასვლა თუ შეეხება იმ რუს მესაზღვრეებს, რომლებიც სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებზე დგანან?
– მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. მაგრამ, ვიტყვი, ხელისუფლება სწორად ითხოვს რუსი მესაზღვრეების ჯერ აეროპორტიდან გაყვანას. რაც შეეხება დანარჩენ რუს მესაზღვრეებს სომხეთში, ამ მიმართულებით ხელისუფლებამ მხოლოდ ნელა, მაგრამ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადადგას ნაბიჯები.
ვიდრე ქვეყანას ოდბკ-დან გასვლის პრობლემა აქვს გადასაწყვეტი, თურქეთ-სომხეთისა და ირან-სომხეთის საზღვრებზე მყოფი მესაზღვრეების საკითხის გასვლის დაყენება ნაჩქარევი ნაბიჯი იქნებოდა.
ვიდრე ქვეყანას ოდბკ-დან გასვლის პრობლემა აქვს გადასაწყვეტი, თურქეთ-სომხეთისა და ირან-სომხეთის საზღვრებზე მყოფი მესაზღვრეების საკითხის გასვლის დაყენება ნაჩქარევი ნაბიჯი იქნებოდა
– რუსეთს სომხეთზე ზეწოლის ბევრი ბერკეტი აქვს. დარწმუნებულიც ვარ, რომ თუ მოსკოვმა მოინდომა სომხეთში საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თავის სასარგებლოდ.
უკაცრავად, კითხვას ასე დავსვამ – მე გადაჭარბებული წარმოდგენა მაქვს სომხეთში რუსეთის შესაძლებლობებზე თუ ვცდები?
– ესეც კარგი კითხვაა. ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ – რუსეთი სომხეთს რას სთავაზობს? ეს კითხვა იმიტომ ჩნდება, რომ ამ კითხვაზე პასუხი რუსეთსაც არ აქვს. ან თუ აქვს ძალიან ცუდი.
ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთი სომხეთს სთავაზობს გახდეს რუსეთის გუბერნია. რუსეთი გვეუბნება, რადგან თქვენ არ შეგიძლიათ უზრუნველყოთ თქვენი უსაფრთხოება, დათანხმდით იმას, რასაც ჩვენ გთავაზობთ – გახდით სრულად დამოკიდებული რუსეთზე, როგორც სხვა დანარჩენი მისი გუბერნიები. ასეთ აზრებს მოსკოვში სომხური წარმოშობის ოლიგარქები ახმოვანებენ. ასეთი ალტერნატივა სომხეთს არ სჭირდება.
რუსეთი სომხეთს სთავაზობს გახდეს რუსეთის გუბერნია. რუსეთი გვეუბნება, რადგან თქვენ არ შეგიძლიათ უზრუნველყოთ თქვენი უსაფრთხოება, დათანხმდით იმას, რასაც ჩვენ გთავაზობთ – გახდით სრულად დამოკიდებული რუსეთზე, როგორც სხვა დანარჩენი მისი გუბერნიები. ასეთ აზრებს მოსკოვში სომხური წარმოშობის ოლიგარქები ახმოვანებენ. ასეთი ალტერნატივა სომხეთს არ სჭირდება
რუსეთი სომხეთს შარშან სექტემბერ-ოქტომბერში ემუქრებოდა, როცა სომხეთის პარლამენტმა კენჭი უყარა და მიუერთდა რომის სტატუტს. მაშინ რუსეთიდან გვეუბნებოდნენ – თქვენ რა გაგიჟდით? პუტინი ერევანში რომ ჩამოვიდეს დაპატიმრება მოგიწევთ. მეტიც, მუქარებს ისეთი ხასიათიც კი ჰქონდა – თუ რომის სტატუტს მიერთებით, სომხეთი ამას ძალიან დიდხანს ინანებს.
ახლა ჩემთვის ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეებს უნდა უთხრა თუ რა დაუჯდა სომხეთს რომის სტატუტთან მიერთება. მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში სომხეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება რომის სტატუტთან მიერთების შესახებ, და უკვე 2024 წლის თებერვალში სომხეთი გახდა რომის სტატუტის სრულუფლებიანი წევრი – ქვეყანა, რუსეთმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა – 1. რუსეთმა გამოაცხადა, რომ რუსეთი სომხეთისთვის არ გაზრდის გაზზე ფასს, და 2. რუსეთი 10 წელი გააგრძელებს სომხეთისთვის ნავთობის მიწოდების, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სომხეთი რუსეთიდან იღებს მისთვის საჭირო ნავთობის 70%-ს ხოლო დანარჩენ 30%-ს ირანიდან.
ჩემთვის ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეებს უნდა უთხრა თუ რა დაუჯდა სომხეთს რომის სტატუტთან მიერთება… 1. რუსეთმა გამოაცხადა, რომ რუსეთი სომხეთისთვის არ გაზრდის გაზზე ფასს, და 2. რუსეთი 10 წელი გააგრძელებს სომხეთისთვის ნავთობის მიწოდების, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ სომხეთი რუსეთიდან იღებს მისთვის საჭირო ნავთობის 70%-ს ხოლო დანარჩენ 30%-ს ირანიდან
ასე მოხდა მიუხედავად იმისა, რომ რომის სტატუტთან მიერთების გამო რუსეთი სომხეთს ემუქრებოდა, მაგრამ, საბოლოოდ ასეთი ნაბიჯები გადადგა მოსკოვმა ერევნის მიმართ.
– პრეზიდენტმა ალიევმა მიმდინარე კვირას განაცხადა – „აზერბაიჯანი და სომხეთი როგორც არასდროს ახლოს არიან ხელი მოაწერონ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებას.“ ასეთი განცხადებები აზერბაიჯანის პრეზიდენტს ადრეც გაუკეთებია, მაგრამ, ვხედავთ, რომ ყოვნდება ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერა.
თქვენი დაკვირვებით, ვითარებაში, როცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პრაქტიკულად ყველა სადაო საკითხზე შეთანხმებულია, ახლა რა უშლის ხელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას?
– პირველ რიგში, უნდა ვთქვა იმის შესახებ, რომ სომხეთი ძალიან აფასებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში საქართველოს როლს და ინიციატივებს. ისინი ძალიან სასარგებლოა.
გარდა იმისა, რომ პრემიერი ფაშინიანი რამდენიმეჯერ შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერს, ჩვენი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს თბილისში. მალე საქართველოს ახალი პრემიერი ეწვევა აზერბაიჯანსა და სომხეთს. ვიმეორებ, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ყველასთვის, რადგან საქართველოს ორივე ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები აქვს და თავისი წვლილი შეაქვს ერთობლივი პროექტების განხორციელებაში.
რაც შეეხება თქვენს კითხვას. ამ ეტაპზე მხარეებს ერთმანეთის მიმართ გარკვეული პრეტენზიები აქვთ. არაა დასრულებული ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაცია საკითხები. მათი გადაწყვეტისას არსებობს ობიექტური ისტორიული პრობლემები. საუბარი არაა ყარაბაღზე. ეს თემა უკვე დავიწყებული და ჩავლილია.
საქმე ისაა, რომ ახლა აზერბაიჯანი საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა, მის მხარეს არიან რეგიონის ორი ძლიერი მოთამაშე როგორც რუსეთი, ისე თურქეთი. ადრე აზერბაიჯანი სომხეთს სხვადასხვა პრეტენზიებს უყენებდა, ახლაც აქვს ბაქოს პრეტენზიები. მაგალითად ახლა ამბობენ, რომ 4 სოფელი, რომელიც მოსაზღვრე რაიონებში მდებარეობენ, აზერბაიჯანისაა. იმის თქმა მინდა, რომ ახლა აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობაში ცდილობს სომხეთი იყოს ცალმხრივი დათმობების რეჟიმში, ეს კი ერევანში კითხვებს აჩენს.
ახლა აზერბაიჯანი საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა, მის მხარეს არიან რეგიონის ორი ძლიერი მოთამაშე როგორც რუსეთი, ისე თურქეთი… ახლა აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობაში ცდილობს სომხეთი იყოს ცალმხრივი დათმობების რეჟიმში, ეს კი ერევანში კითხვებს აჩენს.
დიახ, პრეზიდენტმა ალიევმა თქვენს მიერ ნახსენები განცხადება მართლაც გააკეთა, სწორს ამბობთ, მსგავსი განცხადებები მას ადრე აქვს გაკეთებული. როგორც ჩანს, ალიევზე სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაუფორმებლობის გამო გარკვეული ძალები ზეწოლა ახდენენ.
მაგრამ, ისიც უნდა ვთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა დონეზე გარკვეული პროცესი მიმდინარეობს. მაგრამ, ჩემი აზრით, მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება არა ხელმოწერილი ისაა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს ახალ ახალ პრეტენზიებს უყენებს. ეს ხელს უწყობს სომხეთის საზოგადოებაში ვნებათაღელვის ზრდას.
მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება არა ხელმოწერილი ისაა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს ახალ ახალ პრეტენზიებს უყენებს. ეს ხელს უწყობს სომხეთის საზოგადოებაში ვნებათაღელვის ზრდას
– ამაზე გარკვეულ წილად კი ისაუბრეთ, მაგრამ მინდა დააზუსტოთ – როგორ აღიქვა სომხურმა საზოგადოებამ ერევნის საგარეო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები?
და კიდევ – რა მექანიზმები აქვს სომხეთის ხელისუფლებას იმისათვის, რომ დააჩქაროს სომხეთის ევროინტეგრაციის პროცესი?
– თუ კარგად დავაკვირდებით, სინამდვილეში, პრემიერმა ფაშინიანმა საზოგადოებას უკარნახა, სავარაუდოდ, როგორი იქნება სომხეთის საგარეო პოლიტიკა. მან თქვა, სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე დაიწყეთ საზოგადოებაში მსჯელობა და ვნახოთ, რა სურათს მივიღებთ. მე მესმის, რომ ის სიფრთხილეს იჩენს. დარწმუნებული ვარ, მასზე მოსკოვის ზეწოლა ძალიან დიდია.
მე მის ადგილზე რომ ვიყო იმ მანდატით, რაც ახლა ამას აქვს, უფრო აქტიურად ვიმოქმედებდი. სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და ის, წესს იცავს და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პარლამენტთან აჯერებს და ათანხმებს.
მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის აზრია ასეთია – თუ სომხეთს უნდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება უნდა, სომხეთის პარლამენტმა უნდა მიმართოს ევროკომისიას. ამ განცხადებაზე ერევანში პირველი რეაქცია იყო ძალიან პოზიტიური.
მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის აზრია ასეთია – თუ სომხეთს უნდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება უნდა, სომხეთის პარლამენტმა უნდა მიმართოს ევროკომისიას. ამ განცხადებაზე ერევანში პირველი რეაქცია იყო ძალიან პოზიტიური
ამგვარი წინადადება ევროპარლამენტისგან მოსალოდნელი იყო, რადგან ბრიუსელიც ხედავს, რომ სომხეთში დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონე საკმაოდ მაღალია და ამას აფასებენ. ისინი გვეუბნებიან, სომხეთი მზადაა იმოძრაოს ევროპის მიმართულებით და სომხეთს არ უნდა ეშინოდეს, რომ მასზე იქნება ზეწოლა. მეტიც, სომხეთმა უკვე იცის, რომ ევროკავშირში მისთვის კარი ღიაა.
რატომღაც ყველას ავიწყდება ერთი რამ, როცა 2013 წელს საქართველო, და მოლდოვა ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყნები გახდნენ, სომხეთს ანალოგიური ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით გადადგმული და პარაფირებული ჰქონდა. მაგრამ, მაშინ სომხეთის პრეზიდენტმა სარგსიანმა პუტინის ზეწოლის გამო 2013 წლის 3 სექტემბერს უარი თქვა სომხეთს გაეგრძელებინა ევროპული მიმართულებით მოძრაობა.
როცა 2013 წელს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყნები გახდნენ, სომხეთს ანალოგიური ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით გადადგმული და პარაფირებული ჰქონდა. მაგრამ, მაშინ სომხეთის პრეზიდენტმა სარგსიანმა პუტინის ზეწოლის გამო 2013 წლის 3 სექტემბერს უარი თქვა სომხეთს გაეგრძელებინა ევროპული მიმართულებით მოძრაობა
ევროპარლამენტის წერილზე სომხეთში ხალხის რეაქციამ ანახა, რომ სომხური საზოგადოების უდიდესი ნაწილი მზადაა ქვეყანამ ევროპისკენ იმოძრაოს. ყველას ეს რა თქმა უნდა, არ მოსწონს, მაგრამ, ვიმეორებ, სომხეთის საზოგადოების უდიდესი ნაწილი ითხოვს სომხეთის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებს და განწყობილია სომხეთი გახდეს ევროკავშირის წევრობის ჯერ კანდიდატი ქვეყანა, ხოლო მერე წევრი-ქვეყანა.
რატომ? იმიტომ რომ სომხეთს, როგორც სახელმწიფოს არა აქვს უსაფრთხოების გარანტიები. უსაფრთხოების გარანტიები კი სომხეთმა მხოლოდ ევროკავშირში შეიძლება მიიღოს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ