რუსეთის სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დრონებით დაესხნენ

რუსეთის სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დრონებით დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სამარის ოლქის გუბერნატორი ავრცელებს.
სამარის ოლქის გუბერნატორის ცნობით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 500 კვადრატული მეტრია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!