რუსეთი: სამარის ოლქში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონები დაესხნენ თავს

რუსეთის სამარის ოლქში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონები დაესხნენ თავს – ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, დმიტრი აზაროვი ადასტურებს.
აზარივისვე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გასულ დღეებში ს ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმები გახშირდა. ამას გარდა, 12 მარტს უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა ქვედანაყოფებმა საზღვარზე შეტაკებები წამოიწყეს. ბრძოლები კურსკისა და ბელგოროდის ოლქის საზღვარზე მიმდინარეობდა. პროუკრაინული ძალების მტკიცებით, მათ კურსკის მიმართულებით საზღვარი გაარღვიეს.

ასევე დაგაინტერესებთ